პროექტის სახელწოდება –„სიბრძნე სიცრუისა“
პროექტის მთავარი იდეა – სიბრძნესთან სიცრუეს რახელი აქვს?
პროექტის აქტუალობა – უშუალოდ პასუხობს და აღრმავებს ცოდნას სახელმძღვანელოში შემოთავაზებული თემატიკის–„სიბრძნე სიცრუის“ შესახებ და მოსწავლეებს შესძენს ახალ უნარ–ჩვევებს.
პროექტის მიზნები – ა) მოსწავლე სწავლობს ქართველ კლასიკოსთა სიბრძნეს; იძენს: ბ) დამხმარე მასალების მოძიების, გ) ჯგუფში მუშაობის, დ) ლოგიკური მსჯელობის, ე) ტექსტზე დაკვირვების, ვ) თანამშრომლობისა და კომუნიკაციის, ზ) აზრობრივად ერთმანეთთან მონათესავე იდეათა ამოცნობის უნარ–ჩვევებს; თ) შეძენელი ცოდნისა და უნარ–ჩვევების პრაქტიკული გამოყენება სკოლის ცხოვრებაში.
მონაწილეთა ასაკი – 10–11წელი.
ვადები/ხანგრძლივობა – 5 დღე.
მოსალოდნელი შედეგები –
ა) შეარჩევს თემას ზეპირი გამოსვლისთვის, შეძლებს ნაშრომის მოკლე გეგმის შედგენას; ბ) მოამზადებს და კლასის წინაშე წარმოადგენს ზეპირი მოხსენების ტექსტს; გ) თემის შესაბამისად მოიძიებს სხვადასხვა სახის მასალას; დ) მოისმენს და ადეკვატურად გაიგებს თანატოლების ზეპირ გამოსვლას მოცემულ საკითხთან დაკავშირებით; ე) თანატოლებთან ერთად იმსჯელებს და იკამათებს მოცემული საკითხების ირგვლივ;შეაფასებს გამოთქმული თვალსაზრისის არგუმენტების ა დადასკვნების შესაბამისობას;ვ)მხატვრული ნაწარმოებების წაკიტხვისას შეიძენს მათი ესთეტიკური შეფასების საწყის უნარებს; ზ) გამოავლენს წაკითხული მხატვრული ტექსტის ინტერპრეტაციის საწყის უნარს; თ) განსაზღვრავს წერითი დავალების ამოცანას და ამოირჩევს ფუნქციურ სტილს, ენობრივი თვალსაზრისით სწორად გააფორმებს ტექსტს.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები – სასკოლო სახელმძღვანელო, რვეულები, დიდი ფურცლები, მარკერები, ქართული სიტყვის განმარტებითი ლექსიკონი; დამატებითი მხატვრული ლიტერატურა–შოთა რუსთაველის, სულხან–საბა ორბელიანის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ვაჟა ფშაველას ნაწარმოებები; კომპიუტერი; ფოტოაპარატი; ჩარჩო კედლის გაზეთისთვის; ფერადი ფურცლები;
პროექტის მსვლელობა – სასწავლო პროექტის განხორციელების გეგმის შედგენა.
N
|
შედეგების მისაღწევად განსახორციელებელი აქტივობები
|
საქმიანობის განმახორციელებელი მოსწავლეები
|
საქმიანობის განხორციელებაზე პასუხისმგებელი მოსწავლეები
|
საქმიანობის შესაბამისი რესურსები
| |||||
1.
|
კლასის დაყოფა ორ ჯგუფად
|
1დღე
|
მასწავლებელი და მოსწავლეები
|
მასწავლებელი
|
ბავშვები
| ||||
2.
|
გაცნობა–რა მიზანს ემსახურება პროექტი, კლასიკოსთა სიბრძნის მოძიება და მისი გამოყენება ცხოვრებაში რა გზით განვახორციელოთ.
|
1 დღე
|
მასწავლებელი და მოსწავლეები
|
მოსწავლეები და მასწავლებელი
|
მარკერები და ორი დიდი ფურცელი, საწერკალმები, დაფა;
| ||||
3.
|
პროექტისთვის მომზადება
|
2 დღე
|
ნიკა, გოგა, ოლიკო, გია–1ჯგუფი და რამაზ, თამარ, ნიკა ქ., გოჩა–2ჯგუფი; ქართულის მასწავლებელი; ექსპერტი ლ. ანდღულაძე; ბიბლიოთეკარი;
|
რამაზი და ნიკა; პედაგოგი;
|
ლექსიკონი, აქ წარმოდგენილ კლასიკოსთა წიგნები, ფოტოაპარატი, მარკერები,რვეულები,დიდი ზომის ფურცლები, კომპიუტერი,დაფა კედლის გაზეთისთვის, ფერადი ფურცლები;
| ||||
განმარტებითი ლექსიკონის გამოყენებით „სიბრძნისა“ და „სიცრუის“ მნიშვნელობების დაძებნა და მისი შედარება ილიას გამონათქვამთან, რომელიც წამძღვარებული ჰქონდა ამ თავს . მათთვის განკუთვნილ ტექსტებში სიბრძნის დაძებნა
|
3დღე
|
ორივე ჯგუფის წევრები: 1–შოთა რუსთაველისა და სულხან–საბა ორბელიანის სასკოლო მასალისა და თითეული მწერლის ერთი დამატებით ი ტექსტის მიხედვით 2. აკაკის,ილიასა დავაჟას სასკოლო მასალისა და თითეული მწერლის ერთი დამატებით ნაწარმოების მიხედვით
|
ორივე ჯგუფის მოსწავლეები
|
წიგნები–
| |||||
ჯგუფის მუშაობა და პრეზენტაცია
|
4 დღე
|
მოსწავლეები და მასწავლებელი
|
ჯგუფის ლიდერები და პედაგოგი
|
მარკერები, დიდი ფურცლები, საწერკალმები,დაფა ცარცი.
| |||||
კომპიუტერის გამოყენებით მწერლების სურათების დაძებნა
|
II დღე
|
გოგა, ნიკა და რამაზი
|
ლ. ანდღულაძე
|
კომპიუტერი
| |||||
გაზეთის გაფორმება–„წინაპართა გაფრთხილება“
|
5 დღე
|
კლასის მოსწავლეები
|
გოჩა, თამარი
|
ფერადი ფურცლები, გაზეთის დაფა, მარკერები, მწერლების სურათები, საწერკალმები;
|
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირში: ქართული
ქართ. V. 1. მოსწავლეს აქვს ასაკის შესაფერისი სირთულის ტექსტების მოსმენისა და ინტერპრეტაციის საწყისი უნარი.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ისმენს სხვადასხვა ხასიათის საინფორმაციო ტექსტებს და ერთმანეთისაგან განარჩევს ფაქტებსა და დამოკიდებულებებს (შეფასებებს);
· სვამს კითხვებს მოსმენილი ტექსტის უკეთ გასააზრებლად / ამა თუ იმ საკითხის დასაზუსტებლად;
· გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას საინფორმაციო ტექსტებში გადმოცემული ფაქტების მიმართ (დადებითად/უარყოფითად ვაფასებ; აღმაფრთოვანა/აღმაშფოთა და სხვ.);
· ისმენს ერთსა და იმავე თემაზე შექმნილ ლიტერატურულ ტექსტებს და პოულობს მსგავსება-განსხვავებას მათ შორის;
ქართ. V. 2. მოსწავლეს შეუძლია ჯგუფური და ინდივიდუალური საკომუნიკაციო ამოცანების განხორციელება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ჯგუფთან ერთად ამზადებს ზეპირ გამოსვლას: დამოუკიდებლად დაამუშავებს თემის ერთ-ერთ ნაწილს, მოპოვებულ მასალას და შემუშავებულ თვალსაზრისს გააცნობს და შეუთანხმებს ჯგუფის წევრებს;
· კითხვის დასმის, თხოვნის, ბრძანების, გრძნობების გადმოცემის დროს იცავს სიტყვათა რიგს და ამ მოდალობებისთვის დამახასიათებელ ინტონაციას.
ქართ. V. 4. მოსწავლეს აქვს ლიტერატურული ნაწარმოების ესთეტიკური შეფასების საწყისი უნარი.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ასახელებს სხვადასხვა თვალსაზრისით მისთვის საინტერესო ადგილებს ტექსტიდან.
პროექტის ხელმძღვანელი _ ლალი ბასილაიშვილი.
ხელმძღვანელის ელ–ფოსტა _ lalibasilaishvili@gmail.com
No comments:
Post a Comment